მთავარი / ბლოგი / “იუვენტუსის” ოთხი პრობლემა

“იუვენტუსის” ოთხი პრობლემა

გასული კვირა „იუვენტუსისთვის“ ყველაზე ცუდი გამოდგა მიმდინარე სეზონში. კვირას, „ლაციოსთან“ ძალიან ცუდი თამაშის ხარისხით მოიგო. იღბალი იყო ის, რის ხარჯზეც „ბიანკონერიმ“ რომში გამარჯვება მოახერხა. იგივე თამაშის ხარისხი აჩვენა გუნდმა ბერგამოში, სადაც 0:3 წააგო. 2011 წლის შემდეგ პირველად „იუვენტუსი“ იტალიურმა გუნდმა სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. „პარმასთან“ საშინაო თამაში უნდა ყოფილი რეაბილიტაციის და ნდობის დაბრუნების კარგი შანსი, მაგრამ ყველაფერი უფრო დიდ იმედგაცრუებამდე მივიდა. გამარჯვება ბოლო წუთებში გაანიავა.

პირველად, მასიმილიანო ალეგრის პერიოდში „იუვენტუსი“ იტალიის თასის გარეშე დარჩა. და, რაც მთავარია, შორს არაა ჩემპიონთა ლიგის მატჩი „ატლეტიკოსთან“, რომელსაც 20 თებერვალს მადრიდში დაუპირისპირდება. ახლა არის სათამაშო ხარისხის პრობლემა. რა არის „იუვენტუსის“ შეცდომა?

დეფიციტი დაცვის ცენტრში

საოცარი გზა, სრულყოფილი რგოლი, რომელიც გადაიქცა ყველაზე სუსტ წერტილად. ეს გამოწვეულია სერიული ტრავმებით და გუნდის საკამათო გადაწყვეტილებებით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში.

BBC-ის ტრიო, რომლისგანაც „იუვეს“ გრძელვადიანი მხარდაჭერა ჰქონდა. თუ 37 წლის ანდრეა ბარძალიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა (5 შეცვლაზე), მაშინ ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მთავარი დასაყრდენი ძალაა. ისინი „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“ დაშავდნენ. გავრცელებული ცნობით, კიელინი ორი კვირა იუქმებს, ბონუჩი – ერთი თვე. ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ თუ ისინი მოასწრებენ „ატლეტიკომდე“ დაბრუნებას, მაშინ ეს იქნება პირველი მატჩი ტრავმის აღდგენის შემდეგ.

მათი ჩანაცვლება კი ამ დროისთვის ვერ მოხერხდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეჰდი ბენატია, რომელმაც წინა სეზონი დამაჯერებლად ჩაატარა, როდესაც ბონუჩი „მილანში“ გადავიდა. ლეონარდოს დაბრუნების შემდეგ მისი სათამაშო დრო მკვეთრად შეიზღუდა, ყრუ რეზევრში იჯდა (მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში), არ დაელოდა თავის შანსს და ყატარში გადავიდა. „იუვეს“ ხელმძღვანელობა ის ან არ, ან ვერ შეინარჩუნა. იტალიური მედია კი მასსა და ალეგრის შორის კონფლიქტზე წერს, რადგან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო გუნდში თავისი როლით და ორჯერ იუარა თამაში კუნთების პრობლემის მოტივით.

საჭირო გახდა მის სასწრაფოდ ჩანაცვლება და „იუვენტუსისთვის“ ალბათ უკეთესი ვარიანტი არ არსებობდა, ვიდრე მარტინ კასერესი, რომელიც გუნდში მესამედ დაბრუნდა. საიმედო, მრავალმხრივი, გამოცდილი მცველი, მაგრამ „ლაციოში“ სათამაშო პრაქტიკის გარეშე. ზოგჯერ თამაშობდა ევროპა ლიგაზე. მიუხედავად ამისა, კასერესი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება დაცვის ცენტრში, ვიდრე მატია დე შილიო, რომელმაც ამ პოზიციაზე „ატალანტასთან“ ითამაშა. ნუ დავივიწყებთ დე შილიოს საშინელ პასს დუვან ძაპატაზე, რომელმაც გოლი გაიტანა და ალბათ ძაპატა კვლავ ბედნიერია, რომ დე შილიოსთან მოუწია დაპირისპირება.

გარდა ამისა, „იუვენტუსს“ ჰყავს დანიელე რუგანი, რომელიც იტალიაში ყველაზე პერსპექტიული მცველი იყო ცოტა ხნის წინ. თუმცა, მან 3.5 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვეტერანთა კონკურენციის დაძლევა. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ბოლომდე უნდა გაიხსნას. ის არის მცველი, რომელიც კარგად კითხულობს თამაშს, მაგრამ ნაკლებად შედის ბრძოლებში ბონუჩისთან და განსაკუთრებით კიელინისთან შედარებით. არ იყენებს ვარდნებს, კარგად თამაშობს თავით და გოლებიც გააქვს. გაიტანა „პარმასთანაც“. მან ძალიან ხშირად და ახლოს მოუშვა „ატალანტასა“ და „პარმას“ შემტევები. მომავალი თვე ალბათ, რუგანის კარიერის განსმაზღვრელი იქნება – ან შეძლებს საკუთარი სიძლიერის ბოლომდე დამტკიცებას, ან ზაფხულში გუნდის დატოვების დრო იქნება.

დასკვნა – რუგანი კასერესის წყვილით „პარმასთან“ არ არსებობდა საიმედოობა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდმა ასეთი ფორმაციის დაცვის ხაზით (პლიუს ფლანგებიც) პირველად ითამაშა. ამიტომ, „ატლეტიკოსთან“ მატჩში ნებისმიერ ფასად უნდა მოხერხდეს მინიმუმ კიელინის თამაში.

ფულბეკების თამაში დაცვაში

დაცვის ცენტრის შემდეგ ფლანგებიც ჩამოინგრა. ჟოაუ კანსელუ ტიპიური ფლანგის მოთამაშე, რომელიც შეტევაში ძალზე საიმედოა, მაგრამ არა დაცვაში. ის უფრო შეგვიძლია შევადაროთ მარსელოს, ვიდრე პაოლო მალდინის. „ლაციოსთან“ გაიტანა და გუნდს მოაგებინა, მაგრამ „ატალანტასთან“ ძალიან ბევრი და უხეში შეცდომა დაუშვა დაცვაში.

„პარმასთან“ მარცხენა ფლანგზე ითამაშა ლეონარდო სპინაცოლამ, რომელსაც მთელი შემოდგომა გაუცდა ტრავმის გამო. მას კარგად ვიცნობთ „ატალანტადან“, სადაც ის პასუხისმგებელი იყო მთელ ფლანგზე. თუმცა, კანსელუს დარად, ისიც შეტევაში უკეთ თამაშობს, ვიდრე დაცვაში. შედეგად, კანსელუ და სპინაცოლა „პარმასთან“ თავდასხმას კარგად ეხმარებოდნენ, მაგრამ უკან ზონებს ტოვებდნენ. კანსელუმ პირველი გოლის დროს პოზიცია და მეტოქე დაკრგა, ხოლო სამივე გოლი სპინაცოლას მარცხენა ფლანგიდან გავიდა. თუმცა, „ატლეტიკოსთან“ აუცილებლად ალექს სანდრო ითამაშებს მარცხენა ფლანგზე და სავარაუდოა, რომ უფრო საიმედო იქნება.

მატია პერინის უმოქმედობა

ეს არაა გადამწყვეტი მნიშვნელობის, მაგრამ მაინც უსიამოვნოა. „პარმასთან“ მატჩი მისთვის სეზონში მეექვსე გამოდგა და გუნდი ვერცერთხელ გადაარჩინა. ჟერვინიოს დარტყმის შემდეგ ახლოს იყო სეივთან, მაგრამ საბოლოოდ ბურთმა კარის ხაზი მისი ხელიდან გადაკვეთა.

მისი სათამაშო ფორმა კატეგორიულად განსხვავებულია, ვიდრე „ჯენოაში“ ჰქონდა. როგორც ჩანს, მატია იმ მეკარეებს შორისაა, რომელთაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგავენ კონცენტრაციას. მისთვის რთულია თამაში, როდესაც უმეტესად სათადარიგო სკამზე ზის.

მირალემ პიანიჩის რეგრესი

არც ისე შესამჩნევი, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა. პიანიჩი – „იუვენტუსის“ თამაშის ტვინი. ლიდერი საშუალოდ თამაშში გაკეთებული პასებით (69 პასი, მეორეზეა ბონუჩი 59 პასით). სტანდარტების ოსტატი. პიანიჩის წყალობით გუნდი თავს აღწევს მეტოქის ზეწოლას. მისი მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა „ლაციოსთან“, როდესაც გუნდს ძალიან უჭირდა შეტევების წამოწყება. ბოსნიელის სტატისტიკური მონაცემები გაცილებით დაბალია გასულ სეზონთან შედარებით. თუმცა, შესაძლებელია მისი გაუმჯობესება თუ ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს, ფიზიკურ პრობლემას და პატარ-პატარ ტრავმებს თავს დააღწევს.

შედეგი

ამ პრობლემების გადაჭრას ნაკლები მნიშვნელობა აქვს სერია A-სთვის, სადაც „ნაპოლისთან“ 9-ქულიან უპირატესობა ფლობს, მაგრამ გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც 1/8 ფინალში მარცხი ნამდვილად იქნება სეზონის სრული ჩავარდნა. როგორც წესი, „ბიანკონერი“ სეზონს არცთუ კარგად იწყებდა, მაგრამ შემდეგ უმატებდა. ახლა განსხვავებული სურათია. მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩები ჯერ კიდევ წინაა, გუნდის თამაში კი სწორედ ამ დროს გახდა არადამეჯერებელი.

შემთხვევითი სიახლე

რონალდუ ტრავმირებულია

კრიშტიანუ რონალდუმ ვილარ პეროზაში ტრადიციული წინასასეზონო საოჯახო სპარინგი გამოტოვა. როგორც „იუვენტუსის“ ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელს მარცხენა …

ჯონ ელკანი: “დარწმუნებული ვარ, სარი ლამაზი ფეხბურთისა და შედეგის შერწყმას მოახერხებს”

ტურინის „იუვენტუსმა“ ვილარ პეროზაში ტრადიციული ოჯახური ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „იუვეს“ მეორე გუნდს 3:1 აჯობა. …