“იუვენტუსის“ ბანაკიდან კარგი ამბავი გავრცელდა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ „ატლეტიკოსთან“ ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის დუეტი მოედანზე იყოს.
როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, კიელინის გამოჯანმრთლება 20 თებერვლამდე ნამდვილად მოესწრება, რაც შეეხება ბონუჩის, ამ შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, მაგრამ ოპტიმისტური ცნობები უკვე გავრცელდა და მისი გამოკეთებაც არაა გამორიცხული.
ბონუჩისა და კიელინის გარდა, „იუვეს“ ფედერიკო ბერნარდესკი და დუგლას კოშტაც დაშავებულები ჰყავს. ბერნარდესკიმ ნეკნის დაზიანება მიიღო, თუმცა სერიოზული არაფერია. უახლოეს საათებში გაირკვევა გამოტოვებს თუ არა, „სასუოლოსთან“ დაპირისპირებას.
უფრო სერიოზულია ბრაზილიელის ტრავმა. სავარაუდოდ, დუგლასი 10 დღის განმავლობაში იუქმებს და გუნდს „ფროზინონესთან“ მატჩისწინ უნდა დაუბრუნდეს.