ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი სერია A-ს მე-15 ტურში „რომას“ დაუპირისპირდა და დაამარცხა. შეხვედრა ტურინში, „ვინოვოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და მისი ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
64-ე წუთზე ბარბარა ბონანსეას დარტყმა ზუსტი გამოდგა და „იუვემ“ მიმდინარე სეზონში მე-13 გამარჯვება იზეიმა. ეს ბარბარას მეათე გოლი გამოდგა ამ სეზონში:
„ძალიან ბედნიერი, ვარ, რომ გოლი გავიტანე, ფუნდამენტური იყო გამარჯვება, რადგან „რომა“ ჩვენი კონკურეტია. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ასეთივე თამაში ვაჩვენეთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ბონანსეამ.
აქვე გეტყვით, რომ „იუვეს“ ქალთა გუნდი სერია A-ს გათამაშებას 15 ტურის შემდეგ 40 ქულით (13 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) ლიდერობს და მდევარ „მილანს“ 4 ქულით უსწრებს.
მომდევნო ტურში რიტა გუარინოს გუნდი 9 თებერვალს სტუმრად „მოძანიკას“ დაუპირისპირდება.