ტურინის „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატებიდან ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ წაუგია. ასეთი შედეგით „იუვეს“ გარდა „პარი სენ ჟერმენიც“ იწონებდა თავს, მაგრამ გუშინ პარიზელებმა „ლიონთან“ წააგეს (1:2).
„იუვენტუსმა“ ჩატარებული 22 მატჩიდან (სერია A-ში) 19 მოიგო და სამჯერ ფრეს დასჯერდა.
რაც სხვა სხვა ლიგებს – პსჟ, „დორტმუნდი“ და „ლივერპული“ თითოჯერ, ხოლო „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ორ-ორჯერ დამარცხდნენ.