კრიშტიანუ რონალდუ მშობლიურ მადეირაში ჩავიდა, სადაც აეროპორტში ჟურნალისტებს თავი ვერ აარიდა და მცირე კომენტარის გაკეთება მოუწია.
კრიშტიანუს განცხადებით, შესანიშნავი სეზონის ჩასატარებლად მზადაა:
„ვამაყო, რომ აქ ვარ, ჩემს ოჯახს ვნახავ. აქ მომდევნო ორი დღე გავჩერდები. ცხადია, ყოველთვის მზად ვარ შესანიშნავი სეზონის ჩასატარებლად, ჩემი მიზანი მუდამ მაქსიმუმის გაღება და ტიტულების მოგებაა“, – თქვა რონალდუმ.