მთავარი / ბლოგი / გუშინ, როგორც დღეს: ჯიჯი “ბარსას” და “რომას” შორის, მოჯის ზარმა ყველაფერი შეცვალა

გუშინ, როგორც დღეს: ჯიჯი “ბარსას” და “რომას” შორის, მოჯის ზარმა ყველაფერი შეცვალა

ერთმანეთი ნახეს. ღიმილი და სელფი. ჯიჯი დაბრუნდა. ბუფონი და „იუვენტუსი“ ისევ ერთად არიან და ამჯერად არასდროს გაწყვეტენ კავშირს.

თავდაპირველად შჩესნის შემცვლელი იქნება, პაოლო მალდინის რეკორდსაც დაამხობს (-8 თამაში აკლია სერია A-ში) და შემდეგ სავარაუდოდ, პიჯაკს მოირგებს, „იუვენტუსის“ სტრუქტურაში დაიკავებს ადგილს. ბუფონი და „იუვე“ ისევ ეცდებიან ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რომელსაც აქამდე ვერ მიაღწიეს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან.

რეკორდი – გამარჯვების იგივე სურვილი იყო 18 წლის წინაც: 2001 წლის 3 ივლისი, როდესაც ბუფონი პირველად გახდა შავ-თეთრი. მაშინ სხვა დრო იყო, 15 დღით ადრე „რომა“ იტალიის ჩემპიონი გახდა, მეკარეების ტრანსფერები აქტუალური იყო: ტოლდო „ინტერში“ გადავიდა, ფრეი „პარმაში“, ბუფონი – „იუვენტუსში“. „ჯალობლუმ“ 50 მილიონი ევრო და ჯონათან ბაკინის სატრანსფერო უფლებები მიიღო 23 წლის მეკარის სანაცვლოდ. ეს სარეკორდო ციფრები იყო, მანამდე მეკარეში ასეთი თანხა არავის გაეღო. ეს რეკორდი ერთი წლის წინ ალისონმა გააუმჯობესა, მაგრამ ერთია დღევანდელი სატრანსფერო ფასები და მეორე იყო მაშინ, 2001 წელს.

„ბარსას“ და „რომას“ შორის – „იუვემ“ იმ ზაფხულს „რეალში“ ზინედინ ზიდანი გაყიდა და ამ თანხით ლილიან ტურამი და პაველ ნედვედიც გაიფორმა. მაგრამ ბუფონის შეძენა ყველაზე რთული ამოცანა იყო. უფრო სწორად ეს იყო ერთგვარი ქამ-ბექი ლუჩანო მოჯის შესრულებით. იტალიელ მეკარეს „ბარსელონა“ და „რომა“ იწვევდნენ. ერთ მხარეს მომხიბვლელი წინადადება ლა ლიგიდან, მეორე მხარეს ბუფონის უახოესი მეგობარი ფრანჩესკო ტოტი. ტოტის სურდა, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონ „რომაში“ ბუფონი და ფაბიო კანავარო ეხილა. ორივე შემთხვევაში ტოტის სურვილი თითქმის აუხდა, „რომა“ მზად იყო მეკარისა და მცველის სანაცვლოდ 110 მილიარდი ლირა (მაშინდელი იტალიური ფულის ერთეული) გადაეხადა. მაგრამ საბოლოოდ არც ერთი მისულა „რომაში“ და არც – მეორე. ჯიჯიმ „ბარსელონა“ აირჩია და „პარმასთან“ სკუდეტოს მოგების ოცნებაზე უარი თქვა.

მოჯის სატელეფონო ზარი – ყველაფერი ლუჩანო მოჯის ზარმა შეცვალა, რომელმაც ბუფონის აგენტ სილვანო მარტინას დაურეკა. ბუფონი „იუვესაც“ სურდა, ეს იყო მოჯის გზავნილი. „ხუთი წელი გავიდა და სკუდეტო არ მოგიგია, ამის დრო დადგა“, – უთხრა ბუფონს მამამ, ანჯელომ. ჯიჯიც დაფიქრდა. ჯიჯი „ჯენოას“ ქომაგი იყო ბიძამისის დამსახურებით, მაგრამ მისი გული ყოველთვის „ბიანკონერის“ ეკუთვნოდა. მაშინაც, როდესაც სერია B-ში გაჰყვა და აპლოდისმენტები დაიმსახურა. საბოლოოდ, მოჯიმ ყველაფერი სათავისოდ წაიყვანა, ბუფონმა „ბარსელონას“ უარი უთხრა და „იუვენტუსთან“ დაუსრულებელი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.

GIGI IS BACK – გუშინ, როგორც დღეს, თითქოს დრო არც გასულა. გამარჯვების სურვილი ისევ არსებობს, ბუფონი და „იუვე“ კვლავ ერთად არიან…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *