მთავარი / სიახლეები / კინის მომავალი “იუვენტუსში” გაურკვეველია
კინის მომავალი “იუვენტუსში” გაურკვეველია

კინის მომავალი “იუვენტუსში” გაურკვეველია

მოიზე კინის მომავალი გარკვეული არაა. Tuttosport-ის ცნობით, ნიჭიერი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტსა და დამშვიდობებას შორისაა, ვინაიდან მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

შესაბამისად, საკითხი მარტივად დგას: ან ამ ზაფხულს გააფორმებს ახალ კონტრაქტს, ან გუნდიდან წავა. ფაბიო პარატიჩი ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

კინი მოსწონდა მასიმილიანო ალეგრის და მოსწონს მაურიციო სარისაც, მაგრამ საინტერესო შეთავაზებები არსებობს ლივერპულის „ევერტონიდან“ და „აიაქსიდან“. განსაკუთრებით ყურადსაღები ჰოლანდიელთა ვარიანტია, რადგან არაა გამორიცხული მატის დე ლიხტის ტრანსფერში ჩართონ.

წესით ყველაფერს ნათელი მიმდინარე თვეში უნდა მოეფინოს. ბოლოსკენ შეგახსენებთ, რომ 2019 წელი კინისთვის წარმატებულია და გასულ სეზონში „იუვეს“ მაისურით 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებს კი ორი გოლით დაეხმარა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *