მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა შვებულებიდან 10 დღით ადრე დაბრუნდა! ბრაზილიელი მოტივირებულია
დუგლას კოშტა შვებულებიდან 10 დღით ადრე დაბრუნდა! ბრაზილიელი მოტივირებულია

დუგლას კოშტა შვებულებიდან 10 დღით ადრე დაბრუნდა! ბრაზილიელი მოტივირებულია

დუგლას კოშტას „იუვეტუსში“ დარჩენა როგორც ჩანს ძალიან უნდა. იტალიური მედიის ცნობით, ბრაზილიელი კუთვნილი შვებულებიდან ვადაზე 10 დღით ადრე დაბრუნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა.

კოშტას მიზანია, რომ შარშან გაცდენილი აინაზღაუროს და თანაც, ახალ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის თავი მოაწონოს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზიელის საქციელით კლუბშიც კმაყოფილნი არიან და ახლა მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგიდან პრაქტიკულად მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა „იუვენტუსს“ 2017 წელს შეუერთდა, თუმცა, გასული სეზონი ტრავმების გამო თითქმის გაუცდა. ახლა კი, ბრაზილიელი ერთბ მოტივირებულია, რაც ტურინული გუნდის ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *