ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა TVI-სთან ლიონელ მესისთან კონკურენციისა და პორტუგალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. კრიშტიანუს განცხადებით, არგენტინელთან პაექრობამ ორივე ფეხბურთელი უკეთესი გახადა. გარდა ამისა, არ გამორიცხა, რომ 2022 წლის მუნდიალზე ითამაშოს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ მესისთან კონკურენციამ უკეთესი ფეხბურთელი გამხადა, ისევე, როგორც მე ის გავხადე. ლეოს კარიერით აღფრთოვანებული ვარ. მან საჯაროდ თქვა, რომ წუხს, რადგან ლა ლიგა დავტოვე, ეს იმიტომ თქვა, რომ კონკურენცია მოსწონს. მასთან საოცარი პროფესიონალური ურთიერთობა მაქვს. ერთად ვახშამი? არასდროს ყოფილა, მაგრამ მომავალში რატომაც არა? არანაირი პრობლემა არ მაქვს, ის არგენტინელია, როგორც ჩემი მეუღლე.
ნაკრები? კარს არ ვხურავ, ყოველთვის ვითამაშებ პორტუგალიისთვის, სანამ ძალა და მოტივაცია მექნება. მიყვარს ნაკრებში ჩემი კარიერა, ალბათ ბოლო 5 წელი ყველაზე გამორჩეული იყო. ყატარის მუნდიალი? არ გამოვრიცხავ, შეიძლება ეს მოხდეს. ჟოაო ფელიში? საოცარი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. მისი ძალიან მჯერა. ბევრი აქვს მოსამატებელი, როგორც ბერნარდო სილვას, თუმცა ეს უკანასკნელი უფო მომწიფებულია. დარწმუნებული ვარ წარმატებებს მიაღწევენ“, – აღნიშნა რონალდუმ.