მთავარი / სიახლეები / რაბიო: “სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები”

რაბიო: “სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და სეზონის დასაწყისზეც გააკეთა კომენტარი. ფრანგის განცხადებით, მოუთმენლად ელოდება დებიუტს და ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.

„მოუთმენლად ველოდები დებიუტს ამ ახალ თავგადასავალში. რაც შეეხება გუნდს, ვფიქრობ, კარგად ვიმუშავეთ მოსამზადებელ ეტაპზე, ბევრი დრო გვქონდა ამისთვის, განსაკუთრებით პირველი მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, რთული მატჩები გველოდება, რადგან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ისეთი გუნდისთვის, როგორიც „იუვენტუსია“. ასევე იქნება პარმაშიც, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავში დარწმუნებულნი ვართ.

ვფიქრობ, „იუვე“ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ყველა თამაშში ბრძოლა მოგვიწევს, კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რადგან ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვართ და ყურადღება „პარმასთან“ მატჩზე გვაქვს გამახვილებული.

პირადად მე რაც შემეხება, პრესეზონის დროს ბევრი ვითამაშე, გუნდთან ადაპტირება კარგად მოვახერხე, არ ვიცი ძირითადში ვიქნები თუ არა პირველ მატჩში, მაგრამ იმედია ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარები. თავს კარგად ვგრძნობ, ფორმაში ვარ, როგორც უკვე ვთქვი, მე და მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით დებიუტს.

რონალდუ? ორივე მარცხნივ ვთამაშობთ, ეს კი საშუალებას გვაძლევს ინტენსივობა ვიპოვოთ. მოსამზადებელ ეტაპზე ერთად ვითამაშეთ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისნაირი მოთამაშის ყოლა, რადგან მაგალითის აღებაა შესაძლებელი.

ტურინი? პარიზისგან განსხვავდება, უფრო პატარაა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალაქია. ჩემი ოჯახი კარგად შეეგუა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადპატიცის გავლა საჭიროა, რომ უკეთესი გავხდე“, – თქვა რაბიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *