მაურიციო სარი „იუვენტუსს“ არამარტო „პარმასთან“, არამედ მეორე ტურში „ნაპოლისთან“ შეხვედრაშიც ვერ უხელმძღვანელებს. გამოცდილ სპეციალისტს პნევმონია (ფილტვების ანთება) და როგორც დღევანდელმა ტესტირებამ აჩვენა, მკურნალობის კურსი უნდა გააგრძელოს.
აღნიშნული ინფორმაცია „იუვეს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. სარის ხსენებულ ორ მატჩში მისი თანაშემწე ჯოვანი მარტუშიელო ჩაანაცვლებს.
სარის ოფიციალური დებიუტი კი 15 სექტემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში შედგება.