მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუ: “გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

რონალდუ: “გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „პარმასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი მატჩის გმირი გამოდგა, რადგან დუბლის შესრულება მაოხერხა და სერია A-ს ზედიზედ შვიდ შეხვედრაში გაიტანა, ჯამში 11 გოლი.

„დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ეს ვიცოდით და რთული თამაში კარგად ჩავატარეთ. „პარმა“ შესანიშნავი გუნდია და კარგია, რომ გუნდს ორი გოლით დავეხმარე. მატჩის ბოლოს პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს დავძლიეთ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერს“ 4 ქულით გაასწრო, ხოლო მომდევნო მატჩს 22 იანვარს, იტალიის თასზე „რომასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …