მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “ბერნარდესკი-რაკიტიჩი? არავითარი კონკრეტული ინტერესი არაა”

პარატიჩი: “ბერნარდესკი-რაკიტიჩი? არავითარი კონკრეტული ინტერესი არაა”

ბოლო დღეებში ძალიან აქტუალურია ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის შესაძლო ბარტერი. ამის შესახებ ფაბიო პარატიჩიმ კომენტარი გააკეთა, ინფორმაცია არ უარყო, მაგრამ არც დაადასტურა.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ანასტაზის ოჯახს, რომელიც არამხოლოდ „იუვეს“, არამედ მთელი იტალიის ფეხბურთელი იყო. დიდი ჩემპიონი იყო.

მათეუს პერეირასა და მარკესის გაცვლა „ბარსელონასთან“? დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ ესპანურ გუნდთან ამ ორი ძალიან პერსპექტიული ბიჭის შესახებ. მათეუსი ჩვენთან რამდენიმე წელია და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც სხვა ტიპის ფეხბურთი სჭირდება. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასარგებლო გარიგება იქნება.

რაც შეეხება ბერნარდესკი-რაკიტიჩის ბარტერს, იმის გათვალისწინებით, რაც მოვისმინე, შემიძლია გითხრათ, რომ გასულ ზაფხულს იყო ზოგადი მსჯელობა, მაგრამ არანაირი კონკრეტული ინტერესი არ ყოფილა არც ჩვენი და არც მათი მხრიდან“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …