ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „პარმასთან“ (2:1) თამაშის შემდეგ ისაუბრა. ჰოლანდიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ მომატება შეუძლია და საჭიროცაა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, გვქონდა შანსი, რომ მეორე ადგილოსანთან უპირატესობა 4 ქულამდე გაგვეზარდა და ბედნიერები ვართ, რომ ეს შევძელით. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მეორე ნახევარში კი, შესანიშნავი რეაქცია გამოვავლინეთ გაშვებული გოლის შემდეგ.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ „იუვეში“ გატარებული 6 თვით. თუ შევადარებ, როგორ ვარ ახლა და როგორ ვიყავი 6 თვის წინ, ბევრად გავაუმჯობესე თამაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველი შედარება, გამოცდილებაა და ვცდილობ საკუთარი თავი გავაუმჯობესო.
რონალდუ? მასთან ერთად ვარჯიში ფანტასტიკურია, იცის როგორ გაიმარჯვოს და ამას ვაკეთებთ კიდეც. ყველაზე ძლიერია და ვცდილობ მისგან ყოველდღე ვისწავლო.
ამპლუა? დაცვის ცენტრის მარჯვენა თუ მარცხენა მხარე? ცოტა განსხვავება არის, მარცხნივაც თამაში შემიძლია, რასაც პირველ წრეში ვაკეთებდი, მაგრამ მარჯვნა უფრო ბუნებრივია, აქ უფრო კომფორტულად ვარ.
ჩვენ კარგად ვმუშაობთ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვართ, მაგრამ ვიცით და გვინდა, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ“, – აღნიშნა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერს“ 4 ქულით გაასწრო, ხოლო მომდევნო მატჩს 22 იანვარს, იტალიის თასზე „რომასთან“ ჩაატარებს.