ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ჯანლუიჯი ბუფონის კარში გატანილი გოლი მისთვის საუკეთესოა, მაგრამ ჯორჯინასთან სექსს არ ურჩევნია.
გარდა ამისა, კრიშტიანუ მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა და ლიონელ მესიზე მეტი ოქროს ბურთი დაიმსახურა.
„ბედნიერი ვარ, რომ ხალხი აფასებს ჩემს ნამუშევარს. როდესაც მესმის, რომ საუკეთესო ვარ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩემს ნიჭს აღიარებენ. ვფიქრობ, კარგი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ნიჭი მენტალური ძალაა, ბოლო 15 წლის განმავლობაში ვინარჩუნებ თითქმის ერთ დონეს, შრომისმოყვარეობის წყალობით. მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა თუ 100%-ით არ დაიხარჯები და ვერ მიაღწევ იმ მიზნებს, რომლის მიღწევაც გსურთ.
სახლშიც კი ბავშვებთან თამაშის შემდეგ მიწევს სპორტულ დარბაზში 30-40 წუთით ვარჯიში. სწორედ ეს ქმნის განსხვავებას, რომ 34 წლის ვარ, მაგრამ თავს ვგრძნობ, როგორც 28 წლის ასაკში. აქამდე მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. თუმცა, მე რეკორდებს არ დავდევ, ისინი დამდევენ.
ვფიქრობ, ვიმსახურებ, რომ ყველაზე მეტი „ოქროს ბურთი“ მქონდეს მოგებული და მჯერა ამას მოვახერხებ. მესი ფანტასტიკური ბიჭია, საოცარი ფეხბურთელი, რომელიც დარჩება ისტორიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე-6, მე-7, მე-8 ოქროს ბურთის მოგების კუთხით მე უფრო წინ ვდაგავარ. მე და ლიონელი მეგობრები არ ვართ, მაგრამ 15 წელია სცენას ვიყოფთ და ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესო ფეხბურთელია ვის წინააღმდეგაც მითამაშია.
კარიერის დასრულების შემდეგ მინდა გამიხსენონ, როგორც ყველა დროის საუკეთესო ფეხურთელი. ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიაში საუკეთესო ვარ და ამისთვის შრომას ვაგრძელებ.
„იუვენტუსთან“ გატანილი „მაკრატელა“? ეს ჩემი ფავორიტი გოლია, რადგან ტექნიკურად ძალიან რთულია ამის გაკეთება. მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდი ამას, 700 გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ ასეთი არასდროს გამეტანა. თანაც, ბუფონის კარში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „იუვესთან“… თუმცა, სექსზე უკეთესი არაა, რომელიც ჩემს ჯორჯინასთან მაქვს“, – თქვა რონალდუმ.