მთავარი / სიახლეები / სიმეონესა და ხიმენესის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სიმეონესა და ხიმენესის მატჩისწინა პრესკონფერენცია

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ და ხოსე ხიმენესმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს. არგენტინელმა და ურუგვაელმა „იუვეს“ სიძლიერეს გაუსვეს ხაზი.

ხოსე ხიმენესი: „ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავიწყოთ. რევანში შარშანდელი მარცხის გამო? არა, ეს ახალი სეზონია და ორი ახალი გუნდი ვართ. წარსული, წარსულია. თუმცა, დიდი სურვილი გვაქვს ამ მატჩში თამაშის. რონალდუ? დიდებული თავდამსხმელია, მაგრამ „იუვე“ მხოლოდ რონალდუ არაა. გუნდურად დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს“.

დიეგო სიმეონე: „იუვე“ ძლიერი გუნდია, ყოველთვის ასე იყო. უზარმაზარი პოტენციალის მქონე მოთამაშეები ჰყავს, ღრმა შემადგენლობა. რონალდუ? გოლების ცხოველია. რთულია მის წინააღმდეგ სათამაშოდ მომზადება, როდესაც საჯარიმოსთან ახლოსაა ხიფათს ნებისმიერი სიტუაციიდან ქმნის და მისი გაკონტროლება ადვილი არაა. ამ მატჩისთვის შარშანდელი თამაშის გამოყენება არ ივარგებს, სარის სათამაშო სტილი განსხვავებულია. ჩემი გუნდი? ჩვენ ვართ გუნდი და უნდა მოვუმატოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …