მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი: “ჩვენ “იუვენტუსი” ვართ და მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა”

მაურიციო სარი: “ჩვენ “იუვენტუსი” ვართ და მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „როხიბლანკო“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„პიანიჩი გუნდთან ერთადაა, მზადაა. არ აქვს კუნთების დაზიანება და ვარჯიში ჩაატარა. გადაწყვეტილებას თამაშის დაწყებამდე მივიღებ.

ჩვენ ვართ „იუვენტუსი“ და ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. თუმცა, ეს არის ტურნირი, რომლის მოგება ჩვენს დარად 10-12 გუნდს სურს. იტალიური ფეხბურთის სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ მთავარ ფავორიტად არ შეიძლება მივიჩნეოდეთ, ამიტომ ამ მატჩებს სიმტკიცით და მშვიდად უნდა მივუდეგთ. ევროპაში განსხვავებული მენტალიტეტი არსებობს, ჩვენთან ერთი გოლის გაშვება დრამას უდრის, სხვაგან კი დაუყოვნებლივ იწყებენ გათანაბრებაზე ფიქრს. ჩვენი ფეხბურთი ალბათ არაა ყველაზე ხარისხიანი, მაგრამ მწვრთნელების დონის გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

„ატლეტიკომ“ არაჩვეულებრივი თავდამსხმელი შეიძინა და ჰყავს საოცარი ფეხბურთელები კარგი ასაკითი. მაგალითად, საული, რომელიც ჩემი აზრით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მაგრამ ამ ტურნირზე იღბალიც საჭიროა“, – აღნიშნა სარიმ.

შეგახსენებთ, „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …