მთავარი / სიახლეები / კოკე: “რევანშზე არ ვფიქრობთ”

კოკე: “რევანშზე არ ვფიქრობთ”

ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩის წინ „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა კოკემ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, შარშანელი მარცხის გამო „როხიბლანკო“ რევანშზე არ ფიქრობს, უბრალოდ გამარჯვება სურს.

„ტურინში განცდილი შარშანდელი მარცხი აუხსნელია, არაფერი გამოგვივიდა, ცუდი დღეს. დღეს მათ კვლავ საოცარი ფეხბურთელები ჰყავთ, დიდი ჩემპიონებით, მაგალითად როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. შურისძიება არ გვსურს, ჩვენი მიზანი გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა ეს „იუვენტუსთან“ ერთად მოხდება თუ სხვა გუნდთან“, – თქვა კოკემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 18 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …