იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა ბოსკო მაურიციო სარის ურჩევს, რომ სამ მცველიან ტაქტიკაზე გადავიდეს. მისი თქმით, „იუვეს“ მთავარი პრობლემა დაცვის ხაზის ფლანეგბია და არა ცენტრი. ბოსკომ განსაკუთრებით დანილო გააკრიტიკა.
„დე ლიხტი? ფლორენციაში შეურაცხმყოფელი „იუვენტუსი“ ვიხილეთ ყველა ფეხბურთელის ჩათვლით ხედირასა და ბენტანკურის გარდა. ისიც მართალია, რომ ბონუჩიმ უკეთ ითამაშა, ვიდრე დე ლიხტმა.
ჩემი აზრით, „იუვენტუსის“ პრობლემა დაცვის ცენტრზე მეტად დაცვის ფლანგებია. ვფიქრობ, დე ლიხტი და ბონუჩი სრულფასოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დანილომ 28 წლის ასაკში ისწავლოს თავდაცვით ფაზაში თამაში. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დროა სარი სამი ცენტრალური მცველით თამაშზე გადავიდეს და დემირალთან ერთად“, – განაცხადა ბოსკომ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სარიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გამორიცხა, რომ მისმა გუნდმა სამ მცველიანი ტაქტიკით ითამაშოს.