მთავარი / სიახლეები / რავანელი: “იუვე” ძლიერია, მაგრამ დე ლიხტთან ერთად საუცხოო გახდება”

რავანელი: “იუვე” ძლიერია, მაგრამ დე ლიხტთან ერთად საუცხოო გახდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ფაბრიციო რავანელი Gazzetta Dello Sport-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მატის დე ლიხტის ტრანსფერის შემთხვევაში „იუვენტუსი“ ძალიან გაძლიერდება.

გარდა ამისა, ისაუბრა ფედერიკო კიეზას შესაძლო ტრანსფერზე და გონსალო იგუაინზე.

„იუვენტუსის“ ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ თუ დე ლიხტი მოვა, ეს გუნდი საუცხოო გახდება. ამის შემდეგ საინტერესო ვინ დატოვებს გუნდს. მე მაგალითად, დუგლას კოშტას არასდროს გავყიდდი. მასავით ძალიან ცოტას შეუძლია მეტოქის კართან ხიფათი შექმნა, რონალდუს პასებით მომარაგება.

კიეზა? ფედერიკო შესანიშნავი ბიჭია და დაეხმარება იტალიური ბირთვის შექმნაში, რაც ყოველთვის არსებობდა „იუვენტუსში“. იგუაინი? „იუვეში“ სათადარიგო სკამზე ისეთი ფეხბურთელებიც მოხვედრილან, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი და ტრეზეგე არიან. სეზონი ძალიან გრძელია და „პიპიტა“ შესაძლოა დიდებული ალტერნატივა იყოს“, – აღნიშნა რავანელიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *