მთავარი / სიახლეები / ტაკინარდიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც სარის “იუვეში” მთავარი როლი ექნება

ტაკინარდიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც სარის “იუვეში” მთავარი როლი ექნება

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ალესიო ტაკინარდი მიიჩნევს, რომ მაურიციო სარის „იუვენტუსში“ მთავარი როლი მირალემ პიანიჩის იქნება. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, ბოსნიელი სარის სქემაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება.

„ყველა ლაპარაკობს კრიშტიანუზე, მაგრამ ახალი „იუვეს“ გასაღები პიანიჩი იქნება. სარის გუნდისთვის ის ფუნდამენტური იქნება, როგორც აქამდე ჟორჟინიო იყო. თანაც, პიანიჩი უფრო კარგი თვისებების მქონე ფეხბურთელია, ვიდრე ჟორჟინიო. თუ მწვრთნელი მის გახსნას მოახერხებს, ბოსნიელი დიდებულ სეზონს ჩაატარებს“, – თქვა ტაკინარდიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ახალი სეზონისთვის მზადება გუშინ დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *