ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა. 41 წლის მეკარის განცხადებით, გუნდის კაპიტანი ისევ ჯორჯო კიელინი იქნება, ხოლო 1 ნომრით კვლავ ვოიცეხ შჩესნი ითამაშებს.
„პარმაში“ ამ გუნდის ისტორიის გამო 77 ნომერი ავირჩიე. ამ ნომერმა იღბალი მომიტანა, შესანიშნავი სეზონი ჩავატარე და შემდეგ „იუვენტუსში“ გადავედი. ვფიქრობ, რომ სწორედ 77 ნომრით ვითამაშებ. ძალიან მადლიერი ვარ კიელინისა და შჩესნის, მათ შემომთავაზეს კაპიტნის სამკლავური და პირველი ნომერი, მაგრამ გუნდის პირველი მეკარე უნდა იყოს 1 ნომერი და დარჩება მასთან, ხოლო ჯორჯო ჩემთვის ძმასავითაა და კაპიტნობა მას დარჩება.
ჩემი მიზანია ვიყო ყოველთვის მზად. ძირითადი მეკარე ვოიცეხი იქნება და მე მზად უნდა ვიყო მის შესაცვლელად ნებისმიერ მომენტში. ჩემპიონთა ლიგა? რა თქმა უნდა, ეს არის თასი, რომელიც სტიმულს მაძლევს, მაგრამ მხოლოდ მის მოგებაზე არ ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯი იქნებოდა შეცდომისკენ. ფინალამდე 10 მნიშვნელოვანი თვეა გასავლელი.
სკუდეტოსთვის ბრძოლა? ცხადია, კონტეს მისვლით „ინტერი“ სერიოზული კანდიდატი გახდა, მაგრამ ივლისში პროგნოზი ნაადრევია“, – თქვა ბუფონმა.
აქვე გეტყვით, რომ ბუფონი 77 ნომრით „პარმაში“ 2000-2001 წლების სეზონში თამაშობდა.
Il nostro nuovo numero __❓__: @gianluigibuffon 🙌#WelcomeBackGigi #JUVEINMILAN #LiveAhead pic.twitter.com/1d0zBwMjiY
— JuventusFC (@juventusfc) July 4, 2019