მთავარი / გალერეა / ვიდეოგალერეა / ოფიციალურად: ბუფონი “იუვენტუსის” ფეხბურთელია
ოფიციალურად: ბუფონი "იუვენტუსის" ფეხბურთელია
ჯანლუიჯი ბუფონი და პაველ ნედვედი

ოფიციალურად: ბუფონი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ახლა უკვე ოფიციალურად ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ დაბრუნდა. „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

ჯიჯისა და „იუვეს“ ურთიერთობა ფეხბურთელის რანგში 2020 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. შემდეგ კი, ლეგენდარული კიპერი კლუბის სტრუქტურაში დასაქმდება.

„მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი და მომეცა შესაძლებლობა ისევ ჩაგეხუტოთ. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი დღეა. დღეს ჩემთვის დადასტურდა, რომ ცხოვრება წარმოუდგენელია და სავსეა ოცნებებით“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვეში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა და 656 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *