მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!”

ბუფონი: “დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!”

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსში“ ოფიციალურად დაბრუნდა.

41 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში დაბრუნება შემდეგი წერილით დაასათაურა:

„დაბრუნება გადავწყვიტე, რადგან როდესაც შენი ოჯახი გეძახის, არ შეიძლება უპასუხოდ დატოვო.

ჩემი გრძელი მოგზაურობის ახალი გზა იწყება. დავბრუნდი ადგილას, სადაც თავს სახლში ვგრძნობდი, ეს არის უსაზღვრო სიყვარული, გამბედაობა და წარმოუდგენელი გადაწყვეტილება.

ეს ახალი დასაწყისია. გარკვეულწილად განსხვავდება იმისგან რაც იყო, მაგრამ მდიდარია ემოციებით და იმავე სიხარულით.

დავბრუნდი ტურინში, რადგან ვიცი, რომ ისევ სასარგებლო ვარ. დავბრუნდი, რადგან როდესაც „სინიორა“ გიწვევს, არ შეიძლება უარის თქმა. დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!“, – დაწერა ჯიჯიმ სოციალურ ქსელში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *