მატის დე ლიხტის „იუვენტუსშ“ ტრანსფერის დახურვა კვლავ ვერ ხერხდება. როგორც ჰოლანდიური გამოცემა Algemeen Dagblad-ი იტყობინება, 19 წლის ფეხბურთელი ორშაბათიდან „აიაქსს“ წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდება.
მართალია, დე ლიხტს „იუვესთან“ პირადი შეთანხმება მიღწეული აქვს, მაგრამ „აიაქსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით ამ დრომდე ვერ სრულდება. ჰოლანდიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 87 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც „იუვენტუსის“ აზირთ მეტისმეტად მაღალი ციფრია.
მიუხედავად ამისა, მომდევნო კვირაში შესაძლოა „იუვემ“ ამსტერდამელებიც დაიყოლიოს და ფეხბურთელი ტურინში ვიხილოთ.