მთავარი / სიახლეები / მოგზაურობა დროში – რა ხდებოდა 18 წლის წინ, როდესაც ბუფონი “იუვენტუსში” გადავიდა

მოგზაურობა დროში – რა ხდებოდა 18 წლის წინ, როდესაც ბუფონი “იუვენტუსში” გადავიდა

2001 წლის 3 ივლისიდან 2019 წლის 4 ივლისამდე – ეს ორი თარიღი ამიერიდან პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, რადგან ჯანლუიჯი ბუფონისა და „იუვენტუსის“ ისტორიის დასაწყისია.

საინტერესოა გავიგოთ რა ხდებოდა 18 წლის წინ ფეხბურთში და რას საქმიანობდნენ ის ადამიანები, რომელთანაც ახლა ჯიჯის „იუვენტუსში“ ურთიერთობა მოუწევს.

2001 წელს, როდესაც „იუვემ“ ბუფონი შეიძინა, წარადგინეს 3 ივლისს, პაველ ნედვედთან, ლილიან ტურამთან და კრისტიან ძენონისთან ერთად. ეს იყო დიდი სატრანსფერო ზაფხული „იუვესთვის“, რაც ზინედინ ზიდანის გაყიდვით შემოსულმა თანხამ განაპირობა.

ჯორჯო კიელინი – ბუფონი „იუვენტუსში“ კაპიტნობას ჯორჯო კიელინის დაუთმობს, რომელიც ლეონარდო ბონუჩისთან ერთად გუნდის ყველაზე სტაჟიანი წევრია. 2001 წელს კიელინი მხოლოდ16 წლის იყო და „ლივორნოსთან“ ერთად სერია C1-ში თამაშობდა.

ლეონარდო ბონუჩი – როდესაც ბუფონი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პირველდ გახდა, ბონუჩის ისტორია განსხვავებული იყო. 2001 წლის ზაფხულში ლეო „ვიტერბეზეს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ეს არის ქალაქის გუნდი, სადაც ბონუჩი დაიბადა.

ანდრეა ანიელი – 18 წლის წინ „იუვეს“ მოქმედი პრეზიდენტი სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. 2001-2004 წლებში მუშაობდა „ფილიპ მორისში“, ლოზანას ფილიალში, მაგრამ „იუვენტუსი“ უკვე მის ფიქრებში იყო.

ფაბიო პარატიჩი – 2001 წელს „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო და 18 წლის წინ „სავოიადან“ „ჯულიანოვაში“ გადავიდა, სანამ 2004 წელს კარიერას „ბრინდიზიში“ დაასრულებდა.

მასიმილიანო ალეგრი – ბუფონი „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის ვეღარ შეხვდება, მაგრამ მისი ყოფილი მწვრთნელი 2001 წელს „ალიანეზეს“ ფეხბურთელი იყო. 2003 წელს კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მაურიციო სარი – მაურიციო სარი რამდენიმე სეზონი ბუფონის „მტერი“ იყო, მაგრამ ახლა მთავარი მწვრთნელია. 2001 წელს სარიმ „სანსოვინოსთან“ ერთად სერია D-ს იტალიის თასი მოიგო.

მატის დე ლიხტი – დიდი ალბათობით, ბუფონის თანაგუნდელი გახდება მატის დე ლიხტი. ჰოლანდიელი მცველი 2001 წელს სულ რაღაც 2 წლის იყო.

კრიშტიანუ რონალდუ – როგორც იქნა ბუფონი რონალდუს თანაგუნდელი იქნება. 2001 წელს კრიშტიანუ ლისაბონის „სპორტინგის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და საფეხბურთო კარიერაში დიდი ნახტომისთვის ემზადებოდა.

ზინედინ ზიდანი – 2001 წელს მადრიდის „რეალის“ დღევანდელი მწვრთნელი „იუვენტუსიდან“ სწორედ „რეალში“ გადავიდა. სწორედ 18 წლის წინ დაიბადა „რეალისა“ და „ზიზუს“ ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

„ნაპოლი“ – 2001 წლის ზაფხულში „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი არ ყოფილა. როდესაც ჯიჯი პირველად „იუვეს“ შეუერთდა, ნეაპოლელები სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს და 2001 წელს ქვედა ლიგაში გავარდნენ.

„მანჩესტერ სიტი“ – 18 წლის წინ „სიტი“ ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც დღეს. სწორედ 2000-2001 წლების სეზონში მანჩესტერელები პრემიერლიგიდან გავარდნენ. ეს „ქალაქელთა“ ბოლო დაქვეითება აღმოჩნდა.

ფორმულა 1 – 18 წლის წინ ფორმულა 1-შიც განსხვავებული ვითარება იყო. 2001 წელს დაიწყო მიხაელ შუმახერის ერა და „ფერარისთან“ ერთად ზედიზედ ხუთჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ჩოგბურთი – როდესაც ბუფონი „იუვენტუსში“ გადავიდა, როჯერ ფედერერმა პიტ სამპრასი დაამარცხა, მაგრამ უიმბლდონის ტურნირი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოგებული. 2001 წლის უიმბლდონზე შვეიცარიელმა ტიმ ჰენმანთან მეოთხედფინალში მარცხი განიცადა. ფედერერმა პრესტიჟული ტურნირის მოგება პირველად 2003 წელს მოახერხა.

ტელეფონი – როდესაც ბუფონი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა სმარტოფნები არ არსებობდა. 2001 წელს სატელეფონო ბაზარზე ლიდერი კომპანიები Nokia, Motorola, Ericsson-ი იყვნენ. არ არსებობდა არც სოციალური ქსელი…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *