მთავარი / სიახლეები / რამდენიმე რეკორდი, რომლის დამყარების შანსი ბუფონს აქვს

რამდენიმე რეკორდი, რომლის დამყარების შანსი ბუფონს აქვს

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსს“ 41 წლის ასაკში დაუბრუნდა და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლეგენდარულ მეკარეს მომდევნო სეზონში რამდენიმე პირადი რეკორდის დამყარების შანსი ექნება.

მატჩები სერია A-ში – პაოლო მალდინი ამჟამად პირველ ადგილზეა 647 თამაშით. ჯიჯის აქტივში 640 მატჩია.

მატჩები „იუვენტუსში“ – ალესანდრო დელ პიეროს გადასწრება ძალიან რთული იქნება, რადგან მის ანგარიშზე 705 მატჩია, ხოლო ბუფონის – 656.

მატჩები სერია A-ში „იუვენტუსის“ მაისურით – ბუფონს 472-ჯერ უთამაშია და 7 მატჩი აშორებს დელ პიეროს რეკორდის გასაუმჯობესებლად (478).

უეფას ტურნირებში ჩატარებული მატჩები „იუვეს“ მაისურით – დელ პიერო ამ შემთხვევაშიც პირველ ადგილზეა 129 მატჩით, ხოლო ბუფონის ანგარიშზე ამჟამად 124 თამაშია.

ჩემპიონთა ლიგის რიგით მეორე ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე – ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე უხუცესი ფეხბურთელი მარკო ბალოტაა (43 წელი და 253 დღე) და მისი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლებელია. მაგრამ, შეუძლია მეორე ადგილზე მყოფ მარკ შვარცერს გადაასწროს.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს – დინო ძოფმა 1983 წელს41 წლისადა 86 დღის ასაკში ითამაშა ფინალში. ბუფონი ამ რეკორდს გააუმჯობესებს თუ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული – პაოლო მალდინიმ 2007 წელს ჩემპიონთა ლიგა 38 წლისა და 331 დღის ასაკში მოიგო. ჯიჯი ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების შემთხვევაში ამ რეკორდს დაამხობს.

პირველი ფეხბურთელი, ვისაც სკუდეტო 10-ჯერ ექნება მოგებული – ბუფონმა უკვე 9-ჯერ მოახერხა იტალიის ჩემპიონობა და ეს რეკორდია, მაგრამ მომდევნო სეზონში მეათე საჩემპიონო ტიტულის მოგების შანსი ექნება და თუ ასე მოხდა, პირველი იქნება, ვინც ორნიშნა ციფრს მიაღწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *