პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს შესაძლო გაცვლით ტურინის „იუვენტუსის“ ქომაგები აღშფოთებულნი და შეშფოთებულნი არიან. სოციალურ ქსელში არაერთ კმენტარს წააწყდებით, რომელიც დიბალას მხარდასაჭერია.
„იუვეს“ ოფიციალურ გვერდზე ყველაზე პოპულარული კომენტარია – ხელები შორს პაულო დიბალასგან!
გარდა ამისა, იუვენტინოები ჟოაუ კანსელუს შესაძლო გასხვისებითაც არიან უკმაყოფილონი. ამ შემთხვევაში ასეთი შინაარსის კომენტარებსაც ამოკითხავთ: „ვიყიდით დარმიანს და ასე ვიბრძოლებთ ევროპა ლიგისთვის“.
ფაქტია, დიბალასა და კანსელუს გაყიდვით „იუვენტუსის“ ქომაგები კმაყოფილნი არ დარჩებიან. ეს მართლაც ბადებს ბევრ კითხვას, მაგრამ ყველაფერს პასუხი მოედანზე უნდა გაეცეს.