ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ამორუზომ პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს შესაძლო გაცვლაზე კომენტარი გააკეთა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ამ ბარტერში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
ლუკაკუ-დიბალა
„იუვე“ სანამ ასეთი ოპერაციის განხორციელებაზე გადავიდოდა, კარგად დაფიქრდა. საჭიროა ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი რონალდუსთვის სივრცეების შესაქმნელად. ტქენიკუი თვალსაზრისით ლუკაკუ დიბალასავით ძლიერი არაა, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელია. დიბალა კი ჩემპიონატში კარგად თამაშობდა, მაგრმ ევროპაში დიდი სარგებელი ვერ მოჰქონდა. სწორედ ამან იქონია მთავარი გავლენა „იუვეს“ გადაწყვეტილებაზე.
იგუაინი
დიდი ხარისხის მქონე ფეხბურთელია და თუ კარგად გამოიყენებ, შეუძლია სარგებლის მოტანა. მანჯუკიჩი? თუ ლუკაკუ მოვა, შესაძლოა ხორვატმა გუნდი დატოვოს.
იკარდი
„იუვენტუსზე“ ოცნებობს, მაგრამ ტურინელებს ბევრი თავდამსხმელი ჰყავთ.