ტურინის იუვენტუსის არგენტინელ დავდამსხმელს პაულო დიბალას იუვენტუსში დარჩენა სურს.
25 წლის არგენტინელი მაურიციო სარის გუნდში ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუვენტუსს სურდა პაულო დიბალას გაცვლითი ტრანსფერი, რომელშიც მონაწილეობდა მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ.
თუმცა, Sky Itala-ს ინფორმაციით, არგენტინელს სურს ტურინში დარჩენა და შეიძლება საზაფხულო არდადეგები დროზე ადრე შეწყვიტოს და დაბრუნდეს საწვრთნელ ბაზაზე, რათა შეძლოს რაც შეიძლება მალე მოერგოს სარის ახალ მეთოდებს.