პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს ბარტერი უკვე რეალურ სახეს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ Sky Sport-ის ცნობით, არგენტინელს ტურინიდან წასვლის სურვილი არ აქვს, ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული.
საქმე ისაა, რომ „იუვენტუსს“ ბელგიელის ხელში ჩაგდება გადაწყვეტილი აქვს და მზადაა დიბალას შეელიოს, რომელსაც შარშან უფერული სეზონი ჰქონდა.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ბარტერის გაჩახვას მხოლოდ და მხოლოდ დიბალას თანხმობა აკლია და შემდეგ ყველაფერი ფინიშსკენ წავა. თუმცა, პაულო საბოლოო გადაწყვეტილებას ტურინში დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
არგენტინელი შვებულებიდან იტალიაში ჩასვლის მერე მაურიციო სარის პირისპირ შეხვდება, გაიგების მისი გეგმების შესახებ და გადაწყვეტილების ამის საფუძველზე მიიღებს.