მთავარი / სიახლეები / ძამბროტა: “იგუაინი-რონალდუს შეტევის წყვილი ძალიან კარგია”

ძამბროტა: “იგუაინი-რონალდუს შეტევის წყვილი ძალიან კარგია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ გონსალო იგუანის შესახებ ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, „პიპიტა“ ძალიან კარგი ფეხბურთელია და მოსამზადებელ ეტაპზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„ვიფქრობ, მან ძალიან კარგი წინასასეზონო მომზადება გაიარა და კარგ ფორმაში. ის კარგი ფეხბურთელია და სარიმ ეს „ნაპოლიდან“ მოყოლებული კარგად იცის. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია შეტევითი განყოფილების დროს.

რონალდუ და იგუაინი არიან ფეხბურთელები, რომელთაც რეალიზაციის დიდი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ. ჩემი აზრით, მომდევნო ტესტების დროს გადაწყდება დარჩება თუ არა იგუაინი „იუვეში“. თუმცა, მე პირადად „იუვენტუსისთვის“ ძალიან კარგ წყვილს ვხედავ.

ალტერნატივა? უნდა ვიცოდეთ ვინ დატოვებს გუნდს. დიბალა დარჩება თუ არა, ეს უნდა გაირკვეს მანამ, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. სწორედ მისი დახურვის შემდეგ გავიგებთ, როგორი იქნება „იუვეს“ შეტევის დუეტი მომდევნო სეზონში“, – თქვა ძამბროტამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *