ტურინის „იუვენტუსის“ ვეტერანი ფეხბურთელი სერჯიო ბრიო მიიჩნევს, რომ გუნდმა მარიო მანჯუკიჩი უნდა გაყიდოს. ბრიოს აზრით, რომელუ ლუკაკუს ყიდვაც არ იქნება მიზანშეწონილი და გონსალო იგუაინის შესარჩუნება უკეთესი ნაბიჯი იქნება.
„მანჯუკიჩს პრობლემა აქვს, მეჩვენება, რომ მას ყველა თამაშის ჩატარება უნდა. შესაბამისად, ეს პრობლემა გახდება. „ბიანკონერის“ ურჩვენია სხვა პოზიციაზე ათამაშოს. ალეგრისთან ამან იმუშავა და წარმატებას მიაღწია, მაგრამ სარისთან ეგ გეგმა არ იმუშავებს.
ლუკაკუ? ჩემი აზრით, 75-85 მილიონი ევრო ეს ფეხბურთელი არ ღირს. გარდა ამისა, იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება. ჩემზე რომ იყოს, „იუვეში“ იგუაინს შევინარჩნებდი, დიბალასთან და რონალდუსთან კარგი ტრიოს შექმნა შეუძლია“, – თქვა ბრიომ.