მერიჰ დემირალი, რომელიც „იუვენტუსს“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და ამხანაგურ მტჩებში კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, კლუბიდან არ წავა. ამის შესახებ 21 წლის თურქის აგენტმა ჯენქ მელიქ იაზაჩიმ ისაუბრა.
„არა, მერიჰი ბედნიერია და არავის უნდა მისი გასხვისება. დემირალი „იუვენტუსში“ რჩება და არ იქნება გასხვისებული არც იჯარით და არც სრული კონტრაქტით“, – თქვა აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ დემირალით „მილანი“ და „რომა“ ინტერესდებიან. ასევე განიხლება ფედერიკო კიეზას ტრანსფერში მისი ჩართვაც. „იუვენტუსის“ დაცვის ცენტრში კი საკმაო კონკურენციაა, მაგრამ როგორც თურქ ფეხბურთელს ეს არ აშინებს.