La Gazzetta dello Sport-მა პაულო დიბალას პარი სენ-ჟერმენში შესაძლო გადასვლის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა პარიზელებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, რადგან მას სურს კარიერის ტურინში გაგრძელება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგებმა ფეხბურთელს ხუთ წლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო შესთავაზეს. ხოლო იუვენტუსი ამ ტრანსფერიდან დაახლოებით 80 მილიონ ევროს მიიღებდა.