მირალემ პიანიჩი შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს. Calciomercato-ს ცნობით, ფაბიო პარატიჩი მილანში ბოსნიელის აგენტ ფალი რამადანის შეხვდა.
როგორც გამოცემა წერს, საუბრის თემა შესაძლო ტრანსფერი უნდა ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ პიანიჩმა პრესეზონის მატჩებში მაურიციო სარის დიდი ნდობა და მოწონება ვერ დაიმსახურა.
შედეგად, თუ „იუვე“ შესაბამის წინადადებას მიიღებს, არაა გამორიცხული ფეხბურთელს შეელიოს. ცნობილია, რომ მირალემის სამსახურით პსჟ სერიოზულ ინტერესს იჩენს.
„იუვენტუსი“ კი პიანიჩს 80 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევა.