დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელმა განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა უნდოდა, სამედიცინო შემოწმებაც გავლილი ჰქონდა, მაგრამ იტალიური გუნდის კონტრაქტის გასაფორმებლად აღარ შეეხმიანა.
„კონტრაქტი მეწურებოდა და მინდოდა ტურინში გადასვლა. სამედიცინო შემოწმებაც გავლილი მქონდა და რეალურად მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება რჩებოდა. ყოველდღე ველოდებოდი „იუვენტუსს“, მაგრამ ამ დროს „ზენიტმა“ დარჩენა შემომთავაზა. ალბათ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად შესაფერისი დრო და როდესაც ჩინეთში ტრანსფერის წინადადება მივიღე, წასვლა გადავწყვიტე“, – განაცხადა ვიტსელმა.
აქვე გეტვით, რომ ვიტსელმა 2016 წლის ზაფხულის მოვლენები გაიხსენა.