ტურინის „იუვენტუსი“ ახალ სეზონს მთავარი მწვრთნელის გარეშე იწყებს. მაურიციო სარის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამის გამო „პარმასთან“ გუნდს მისი თანაშემწე ჯოვანი მარტუშიელო გაწვრთნის.
ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ პარასკევს მატჩისწინა პრესკონფერენციას სარის ნაცვლად გუნდის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი გამართავს.
რაც შეეხება სარის დაბრუნების თარიღს, ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობდნენ, რომ ეს „ნაპოლისთან“ მატჩში მოხდებოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ტურინელთა თავკაცი ვერც ამ შეხვედრისთვის მოასწრებს გამოჯანმრთელებას.