პაულო დიბალა ტურინში დაბრუნდა, მაგრამ კაზელეს აეროპორტში მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
არგენტინელი კონტინასას ბაზისკენ გაეშურა, სადაც მაურიციო სარის დაუყოვნებლივ შეხვდება და თავის მომავალაზე ესუაბრება.
ამასობაში იტალიური მედია იტყობინება, რომ დიბალამ „მანჩესტერს“ თავისი პირობები წაუყენა – 350 ათასი გირვანქა სტერლინგი კვირაში. ასეთ გასამარჯელოს ინგლისურ გუნდში დღეისთვის პოლ პოგბაც არ იღებს.
Paulo Dybala has arrived in Turin for talks about his future with Juventus 👀 pic.twitter.com/U622eitOin
— Goal (@goal) August 1, 2019