ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელის პაულო დიბალას და მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის რომელუ ლუკაკუს გაცვლა შესაძლოა არ შედგეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არგენტინელ ფეხბურთელს არ სურს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა. ბრიტანული მედია ირწმუნება, რომ წითელ ეშმაკებში გადასვლის შემთხვევაში დიბალას სურს უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე ნახევარმცველ პოლ პოგბას აქვს.
Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ინტერი გეგმავს ისარგებლოს სიტუაციით და გადაიბიროს 25 წლის თავდამსხმელი. თუ დიბალა დათანხმდება ინტერში გადასვლას მაშინ სავარაუდოდ არგენტინული ბარტერი შედგება. პაულო დიბალა ინტერში, ხოლო მაურო იკარდი იუვენტუსში.