მთავარი / სიახლეები / პარატიჩი ლონდონშია, მაგრამ ყველაფერი დიბალას პასუხზეა დამოკიდებული

პარატიჩი ლონდონშია, მაგრამ ყველაფერი დიბალას პასუხზეა დამოკიდებული

პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს ბარტერი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ფაბიო პარატიჩი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც დიბალას აგენტს ხვდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამასობაში, დიბალა ხვალ დილით ტურინში იქნება და მაშინვე მაურიციო სარის შეხვდება. სწორედ ეს შეხვედრა გასცემს ყველა კითხვას პასუხს. დიბალას „იუვეში“ დარჩენა უნდა, მაგრამ ფეხბურთელმა ასევე დაინახა, რომ კლუბს სხვა გეგმები აქვს.

არგენტინელი „მანჩესტერს“ სოლიდურ ხელფასს სთხოვს. შესაძლოა ინგლისელებმა ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადონ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც პაულოზე იქნება დამოკიდებული.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პარატიჩი ლონდონში კი იმყოფება, მაგრამ ყველაფერი დიბალას ხელთაა და მის პასუხს ტრანსფერის ჩაშლა შეუძლია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *