ტურინის იუვენტუსის არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა იმედგაცრუებულია იუვენტუსის გადაწყვეტილებით, ამის შესახებ ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია “ბებერი ქალბატონი” მზად არის გაცვალოს 25 წლის არგენტინელი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუში.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში სერია ა-ში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გაიფორმა.