SportItalia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანჩესტერ სიტი კვლავ დაინტერესებულია ტურინის იუვენტუსის მცველით.
ტურინული კლუბი პორტუგალიელი მცველის გაყიდვას და მასში დაახლოებით 50 მილიონი ევროს აღებას აპირებს.
ჟოაუ კანსელუ არ შედის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის გეგმებში. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს იხურება, ამიტომ მანჩესტერ სიტი ტრანსფერის მალევე დახურვას ეცდება.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ბებერ ქალბატონს შარშან შეუერთდა. ჟოაუმ იუვენტუსში 34 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გაიფორმა.