ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველი, სამი ხედირა აგრძელებს მოლაპარაკებებს არსენალთან პირადი ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით.
გერმანელ ნახევარმცველს ტურინულ გრანდთან ხელშეკრულება ერთ წელში ეწურება ამიტომ მას ახალი კლუბის ძებნა მოსთხოვეს.
La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელის არსენალში ტრანსფერს შემცირებული ხელფასი აფერხებს. ახლა ხედირა წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ არსენალი მას 4 მილიონ ევროს სთავაზობს.