პაულო დიბალას აგენტმა მოლაპარაკებები წამოიწყო მანჩესტერ იუნაიტედთან მისი კლიენტის და რომელუ ლუკაკუს ტრანსფერთან დაკავშირებით.
Sky Sport Italia-ს, Sportitalia-სა და La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელის აგენტი უახლოეს დღეებში ლონდონს ეწვევა. ამასთან, იგი დიბალასთვის ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს მოითხოვს.
იუვენტუსი დიბალას 100 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო მანჩესტერმა ინტერს განუცხადა, რომ ლუკაკუ 85 მილიონი ევრო ღირს. ამიტომ ბრიტანელებს ბებერი ქალბატონისთვის 15 მილიონი ევროს დამატება მოუწევთ.