პაულო დიბალას „იუვენტუსში“ დარჩენა უნდა, მაგრამ კლუბმა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და აზრის შეცვლას არ აპირებს. Calciomercato-ს ცნობით, ტურინელები არგენტინელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაასხვისებებენ.
რომელუ ლუკაკუს გარეშე ან ლუკაკუსთან ბარტერით. ეს ჯერ კიდევ დასადგენია, მაგრამ ის გადაწყვეტილია, რომ დიბალას „იუვე“ „იუნაიტედში“ გაასხვისებს.
ამასობაში ფეხბურთელის აგენტიც ინგლისს ეწვია, როგორც ჩანს, დეტალების შესათანახმებლად.
დიბალა კი აზრს არ იცვლის – ხუთშაბათს იტალიაში დაბრუნდება და მაშინვე მაურიციო სარისთან შეხვედრას ითხოვს. პაულოს გეგმებში ტურინის დატოვება არ შედის, მაგრამ ფაქტია, კლუბს სხვა პოზიცია აქვს. სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს ერთ კვირაში დაიხურება, რადგან ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ღია 8 აგვისტომდეა