ტურინის „იუვენტუსმა“ ბოლო ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ვარსკვლავების გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ფრედ, 3:3 ითამაშა.
ერთი გოლი „იუვეს“ ადამ ტარგაატმა გაუტანა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ ტურინელებისთვსი უფრო ადვილია გოლის გატანა, ვიდრე სამხრეთ კორეული გუნდებისთვის.
„მართალი გითხრათ, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაში უფრო ადვილი იყო, ვიდრე კორეული გუნდის წინააღმდეგ. აქ, როდესაც ბურთს მიიღებს, შენს გარშემო სამი მეტოქეა, ხოლო ევროპული გუნდების წინააღმდეგ ყველაფერი უფრო მშვიდადაა, გადაწყვეტილების მისაღებად უფრო მეტი დრო გაქვს. ამიტომ, „იუვენტუსის“ კარში გოლის გატანა უფრო ადვილია“, – თქვა ტარგაატმა.