რომას იუვენტუსის არგენტინელი თავდამსხმელის გონსალო იგუაინის შეძენა სურს.
Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დედაქალაქური კლუბი მზად არის ფორვარდის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად არგენტინელ ფეხბურთელს კი 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობ, წელიწადში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
31 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონი იჯარის წესით მილანში და ჩელსიში გაატარა. 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა.