მთავარი / სიახლეები / კინი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ხვალ “ევერტონის” ფეხბურთელი გახდება

კინი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ხვალ “ევერტონის” ფეხბურთელი გახდება

მოიზე კინი ტურინის „იუვენტუსს“ ტოვებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის, შეთანხმება შედგა და 31 ივლისს, იტალიელი „ევერტონის“ ფეხბურთელი გახდება. მოიზე თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.

კინის სანაცვლოდ „იუვე“ 30-დან 40 მილიონ ევრომდე მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელის ანაზღაურება ინგლისში სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.

მოიზე კინი „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში სერია A-ში 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა. თუმცა, მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურებოდა და კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვებას, მისი გაყიდვა ამჯობა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *