მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “შარშან ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იყო”

რონალდუ: “შარშან ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ესპანური გამოცემა Marca-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო – „მარკას ლეგენდა“.

პორტუგალიელმა მადრიდულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ტოპ სეზონი – „შარშან დავტოვე „რეალი“, რადგან ახალი მოტივაცია მჭირდებოდა ჩემის კარიერისთვის „რეალში“ მოგებული ყველა ტიტულის შემდეგ. ცხადია, ყველაზე მეტად ტიტულების მოგება მომწონს და ღმერთის წყალობით გასულ წელს სამი ჯილდო მოვიგე, ეს იყო ტოპ წელი“.

„მარკას“ ლეგენდის პრიზი – ძალიან მნიშვნელოვანი პრიზია, რადგან მხოლოდ ლეგენდები იღებენ. მას შემდეგ, რაც ჩემს კარიერაში გავაკეთე, განსაკუთრებით „რეალში“, ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივია. მინდა მადლობა ვუთხრა „მარკას“, მოხარული ვარ, რომ მადრიდში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა.

40 წლამდე თამაში – ეს არ მადარდებს, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება როგორ ვიგრძნობ თავს, მოტივაციაზე, რადგან არმგონია ფიზიკურად პრობლემა მქონდეს. იმედია, 40 წლამდე არაფერი მოხდება. ცხოვრება ასეთია, რაც იწყება, აუცილებლად სრულდება და კრიშტიანუ ყოველთვის ვერ ითამაშებს. თუმცა, ამ დროისთვის შესანიშნავად ვარ და მინდა გავაგრძელო მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება.

„იუვენტუსის“ წელი – ყოველთვის „იუვენტუსის“, „რეალის“, „ბარსელონას“ წელია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგას ერთი გუნდი იგებს. მაგალითად ავიღოთ „ბარსელონა“: დიდი ფინანსური ინვესტიცია გააკეთა ბოლო ხუთ წელიწადში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებს. „იუვემ“ შემადგენლობა გაამყარა და იბრძოლებს, როგორც ყოველთვის. თუმცა, ბევრი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი: ჯგუფები, მომენტები, ტრავმები, იღბალი. თუმცა, როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩემპიონთა ლიგით შეპყრობილნი არ ვართ. ჩვენ ყველა ინგრედიენტი გვაქვს გამარჯვებისთვის და ეს წელს თუ არ მოხდება, მომავალ წელს მოვახერხებთ.

ბუფონი – მას არაფერი უთქვამს ჩემპიონთა ლიგის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თაყვანს ვცემ, ბევრჯერ გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ და მითხრა, ახლა კმაყოფილია, რომ ერთად ვითამაშებთ. იგივე ვუთხარი მეცი, რადგან ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუ არა საუკეთესო. ის და კასილიასი არიან მეკარეები, რომლებიც ფეხბურთის ისტორიაში დარჩებიან. ძალიან ბედნიერი ვარ მასთან თამაშით, რადგან ხუთვარსკვლავიანი ადამიანია.

მადრიდი – აქ 9 წელი გავატარე, ჩემი შვილი აქ დაიბადა, გავიცანი ჩემი საცოლე. ეს არის ისტორიები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია.სწორედ ამიტომ, აქ სახლი მაქვს და ბევრი მეგობარი მყავს. ეს არის ქალაქი, რომელიც მხიბლავ და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში საცხოვრებლად დავბრუნდე.

ყველაზე მეტი დრო „იუვეში“ – „იუვეს“ ჯგუფი ტოპია. ეს ჩემთვის სიურპრიზიც იყო. სხვაგვაად ვფიქრობდი, მეგონა ყველა თავისთვის იქნებოდა, მაგრამ ასე არაა. სიმართლე ისაა, რომ ძალიან მეგობრული გუნდია, ერთიანი და ყველასთან კარგად ვარ. ლოგიკურად უფრო ადვილია პორტუგალიელებთან და ესპანელებთან საუბარი და მათთან უფრო მეტს ვლაპარაკობ, მაგრამ ყველასთან კარგად ვარ. მარსელო თუ მენატრება? ის მადრიდში ბედნიერია. ხშირად ვესაუბრები, მარსელო ძალიან ცოცხალი ბიჭია და მენატრება.

კვლავ „იუვე“ – დიდი ჩემპიონები ყოველთვის დიდ გუნდებში ხვდებიან. ცხადია, „რეალი“ დიდი გუნდია, დიდი ინვესტიცია ჩაიდო, შეიძინა ახალი ფეხბურთელები და ნამდვილად კარგ სეზონს ჩაატარებს. „იუვეში“ კი კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, გუნდი განვაახლეთ და სათადარიგო სკამიც ძალიან ძლიერია.

ნეიმარი – დიდი ფეხბურთელია, უკავშირებენ „რეალს“, „ბარსელონას“, „იუვეს“… ეს პრესის სამუშაოა, გაზეთები უნდა გაყიდონ, მაგრამ ჩემი აზრით, პსჟ-ში დარჩება.

დე ლიხტი – მის ტრანსფერში არმგონია, რომ მთავარი როლი მქონდეს. ერთა ლიგის მატჩის შემდეგ გავეხუმრე, ამას ყველა აკეთებს თამაშის მერე. სიმართლე ისაა, რომ მოხარული ვარ ჩვენთან რომ გადმოვიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *